ისრაელი - "ჰამასის" ომი | კონფლიქტის ისტორია

გამოქვეყნდა:

ორ კვირაზე მეტია, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელის ქალაქები ტერორისტების ნასროლი რაკეტების სამიზნეა. თავის მხრივ, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში "ჰამასის", სირიის საზღვართან კი "ჰეზბოლას" ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებს ბომბავენ.

ცხადია, მსხვერპლი სამოქალაქო პირებში ორივე მხრიდან არის. ისრაელში "ჰამასის" ტერორისტები სწორედ მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად გადავიდნენ. უკვე ღაზას სექტორში კი "ჰამასის" მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენენ. უახლოეს საათებში, შესაძლოა, ისრაელმა ღაზაში დიდი ხნის წინ დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. თუმცა, ილუზია არავის აქვს, რომ იმ კონფლიქტის მოკლე ვადებში დასრულება, რომელიც 5 ათწლეულს ითვლის, შესაძლებელი იქნება.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი