"ოცნების" საკადრო წმენდა სკოლებში | როგორ არჩევენ დირექტორებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის აგენტები, ტერორისტები და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება თუ სუს-ის პრიორიტეტების სათავეში არაა, სამაგიეროდეს უწყება განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს სხვადასხვა საჯარო ინსტიტუციაში მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაასაქმოს და ალტერნატიული აზრი ან თავისუფალი აზროვნება ამ ინსტიტუტებში საერთოდ გააქროს, როგორც მავნე გადმონაშთი.

ამ ბოლშევიკური სულისკვეთებით ჩატარებული საკადრო წმენდის სამიზნე აღმოჩნდა სკოლებში დირექტორების შერჩევის პროცესიც. გაირკვა, რომ ამ თანამდებობაზე დასანიშნად კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და მოტივაციაზე მეტად "ქართული ოცნების" მხრადაჭერა ფასობს.

ტესტირებაში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები სკოლების მიღმა დარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურსს არა პროფესიული ჯგუფები, არამედ სუს-ი ატარებს და "ოცნებისთვის" არასაიმედო კადრებს საჯარო სკოლებს არ აკარებს. ხელისუფლების მოტივაცია მოახლოებული არჩევნები და ძალაუფლების შენარჩუნებაა, თუმცა, ამ ყველაფერს მომავალი თაობები და მათი განათლება ეწირება. პოლიტიკური ნიშნით ჩატარებული კონკურსის გამო 300-მდე საჯარო სკოლა დირექტორის გარეშე დარჩა, გამოთავისუფლებულ ადგილებზე კი ხელისუფლება მისთვის მისაღებ კადრებს ყოველგვარი შერჩევის გარეშე ნიშნავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი