"საქართველო არ მონაწილეობს შეხვედრაში" | საგარეო ე.წ. 3+3 ფორმატზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ხვალ თეირანში გაიმართება, საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას უწყებაზე დაყრდნობით პირველი არხი ავრცელებს. 

„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-  ამბობენ საქართველოს საგარეო უწყებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თქმით.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი