თუ შეთანხმებას 1 მანდატით მეტის მიღებისთვის არ უფრთხილდებიან, მაშინ 8 წელმა ვერაფერი გვასწავლა - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ ოპოზიციიდან ვინმე საერთო შეთანხმებას 1 მანდატით მეტის მიღების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ 8 წელმა ვერაფერი ასწავლათ. ამ თემაზე ვაშაძემ სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა. ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო,
გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთ ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ, - წერს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე წერს, რომ მისი უპირველესი პრინციპი  სიტყვის კაცობაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე ისანში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია, თუმცა მან ოპოზიციური ერთობა დატოვა და არჩევნებში მონაწილეობას თაკო ჩარკვიანთან ერთად "სტატეგია აღმაშენებლის" გუნდით აგრძელებს. 

ოპოზიციაში გაჩნდა კითხვები, ხომ არ დაუყენებს მას რომელიმე პარტია კონკურენტს. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ შეთანხმება პირველმა გიორგი ვაშაძემ დაარღვია მაშინ, როცა საბურთალოს ოლქში კანდიდატად თაკო ჩარკვიანი დააყენა, თუმცა უცნობია, წარადგენს თუ არა ისანში პარტია ცალკე კანდიდატს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისანში ერთმანეთის კონკურენტი 4 კანდიდატი იქნება:

  • "პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნადან" - დავით ჭიჭინაძე;
  • გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ვაშაძე;
  • "ქართული ოცნება" - კახი კახიშვილი;
  • "ლელო" - ლანა გალდავა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი