IDF-ის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ღაზაში 320-ზე მეტი სამხედრო სამიზნე გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს. IDF-ის განცხადებით, სამიზნეები იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ, ასევე ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, სადაც იმალებოდნენ ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ბოევიკები.

„გარდა ამისა, IDF-მ დაარტყა სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის მომზადებულ ძალებს, მათ შორის ათობით ნაღმმტყორცნსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ მოწყობილობას“, - ნათქვამია პრესრელიზში.

იქამდე კი ტერორისტების, ასევე პალესტინის მედიამ გაავრცელა ცნობა, ღაზაში, რამდენიმე საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შესახებ. ამ დროისათვის ინფორმაცია და მსხვერპლის შესახებ ცნობები დადასტურებული არ არის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი