თბილისში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსთან დაკავშირებით მარშალ გელოვანის გამზირზე ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია-პერფორმანსი გამართა. პროტესტი შეეხებოდა ფაქტს, რომ თბილისის ქუჩებში ავტომობილების გადაადგილება ბოლო დროს განსაკუთრებულად გაძნელდა. ოპოზიციონერებმა კახა კალაძეს გაცემული დაპირება შეახსენეს რომლის მიხედვითაც აქ ხიდი და ესტაკადა უნდა აშენებულიყო რაც გარკვეულწილად მოძრაობას განტვირთავდა თუმცა, ეს დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.
მარშალ გელოვანის გამზირზე უნდა აშენებულიყო ორდონიანი ესტაკადა და დაკიდული ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავდა ვეფხვი და მოყმეს მიმდებარედ სატრანსპორტო კოლაფსს, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით კალაძემ ეს დაკიდული ხიდი დაიკიდა და აქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს, მაშინ, როცა 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებებში კახი კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება" - ამბობს ვასო ურუშაძე