ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ჰამასის ტერორისტებს 222 მძევალი ჰყავთ. მონაცემები ისრაელის თავდაცვამ დღეს განაახლა.
დანიელ ჰაგარის განცხადებით, დატყვევებული ადამიანების ოჯახებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია - „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს ტყვეების გასათავისუფლებლად და ოჯახებში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ჰაგარიმ.