პალესტინის ორგანიზაცია ამბობს, რომ ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მინიმუმ 85 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პალესტინელი პატიმრების კლუბის [არასამთავრობო ორგანიზაცია] მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ მცირე 85 ადამიანი დააკავეს ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე კვირას ღამით და ორშაბათს დილით.

დაკავებები იყო რამალასა და ბეთლემში, ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თვის დასაწყისიდან დასავლეთ სანაპიროზე 1 215-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

7 ოქტომბრიდან დასავლეთ სანაპიროზე ყოველდღიურად აპატიმრებდნენ ეჭვმიტანილ ბოევიკებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ ორი პალესტინელი მოკლეს ჯალაზონის ლტოლვილთა ბანაკში რამალას მახლობლად დასავლეთ სანაპიროზე.
ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს უთხრეს, რომ რომ ისრაელის ძალებმა ბანაკში რეიდი განახორციელეს და ჩაატარეს "ფართო დაპატიმრებები", ისინი შეიარაღებულ პირებსა და ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ქვებს ისროდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი