დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა ორ მსოფლიო ომს გადარჩენილი ისტორიული შენობა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა კიდევ ერთი ისტორიული შენობა გაანადგურეს. ქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, მარიინსკის გოგონათა გიმნაზიის შენობა, რომელიც 120 წელზე მეტი ხნის იყო და პირველ და მეორე მსოფლიო ომებს გაუძლო, "ახლა ქვების გროვად იქცა":

"რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ჩვენი ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურული ძეგლების განადგურებას. შენობები, რომლებიც მარიუპოლის მეხსიერებისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა ქვების გროვად იქცა. შენობა ჯერ კიდევ 1894 წელს აშენდა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს გაუძლო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ სკოლა გაიხსნა, ათასობით მარიუპოლელი ბავშვი სწავლობდა, მაგრამ 2022 წელს რუსებმა შენობა დაანგრიეს. ახლა მის ადგილას უდაბნოა", - აცხადებენ ქალაქის საკრებულოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი