ვერ მომიყვანთ მაგალითს, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა | კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის  ჩარევის ფაქტი არ ყოფილა.

"ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა", - თქვა კალაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტად არის დასახელებული, კალაძე პასუხობს, რომ "რადიკალური ოპოზიციის" სახით, საქართველოში უამრავი აგენტია.

"ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას - მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ", - თქვა კალაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი