ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ტერორიზმისთვის ძებნილი 800 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის, 500-ზე მეტი ჰამასთან დაკავშირებული პირია. ისრაელის არმიის ცნობით, მხოლოდ გასულ ღამეს ჰამასის 37 წევრი აიყვანეს.
7 ოქტომბრიდან დასავლეთ სანაპიროზე ყოველდღიურად აპატიმრებენ ეჭვმიტანილ ბოევიკებს.
გასული ორი კვირის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე IDF-ის ძალებსა და პალესტინელებს შორის მრავალი შეტაკება და რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.