სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია შერჩევითი სამართლის შესახებ საუბრობს. საქმე ეხება 16 აგვისტოს, თბილისიდან მინსკში, ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას სპეცრეისით დაბრუნებას.
თემურ ჯანაშია იხსენებს, რომ მსგავსი შემთხვევა 2012 წელსაც მოხდა, როდესაც მაშინდელი სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში საქართველოში სპეცრესით ჩამოიყვანეს, რაშიც სახელმწიფომ 200 ათასი ლარი დახარჯა. სწორედ ეს არის ერთ ერთი ეპიზოდი ე.წ. პიჯაკების საქმიდან, რომელსაც პროკურატურა თემურ ჯანაშიას ედავება და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ჯანაშია ამბობს, რომ ორივე შემთხვევა იდენტურია და ამისთვის საჭიროა ან მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყდეს, ან გამოძიება თბილისი-მინსკი-თბილსის სპეცრეისზეც დაიწყოს.
თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატი ამ მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას ორშაბათს მიმართავენ და შოთაძის უწყებას მოუწოდებენ, დაინტერესდეს მინსკის სპეცრეისი ხარჯებით.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმის გამოძიება 2914 წლიდან მიმდინარეობს. თემურ ჯანაშიას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანშაულებენ, რომელიც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 16 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით თბილისიდან ჩაფრინდა სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს.
ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სპეცრეისი ნამდვილად შესრულდა და ბელარუსში, საქართველოს ელჩი, ვალერი კვარაცხელია დააბრუნეს.