ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, 16 აგვისტოს თბილისიდან სპეციალური რეისით ბელორუსიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მიმდინარე წელს დაბრუნდა. უწყებამ ამ თემაზე განცხადება საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ელჩი 6 აგვისტოდან საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში".

გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ. ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, - წერია საგარეოს განცხადებაში.

საგარეო აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ბელორუსში პრობლემები მშვიდობიანად გადაწყდეს.

შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა. 

აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი