ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს...ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის | გახარია

გამოქვეყნდა:

"ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე, ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის. არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს."

თქვა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, რუსთავში,  პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან და  პარტიის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი