ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საოჯახო სასტუმორს 18 მობინადრე საკარანტინო ზონაში, ხოლო 3 მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა PCR გამოკვლევა, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - თქვა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ქობულეთში "ჰავანას კლასტერს" არ უკავშირდება.

ბათუმის საავადმყოფოში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს.

21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 385
  • გამოჯანმრთელებულია - 1 128
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 903
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი