რამდენიმე რეისი თვეში და გადავსებული ბორტი - ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. საემიგრაციო პოლიტიკა განსაკუთრებით გამკაცრებული აქვს გერმანიას, საიდანაც ბოლო პერიოდში 700-მდე ადამიანია გამოძევებული. ქვეყნის კანცლერი თავის განცხადებაში აქცენტს მოლდოვასა და საქართველოზე აკეთებს და აცხადებს, რომ ამ ქვეყნების მოქლაქეები გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ.
დეპორტირებულები კი, რომლებმაც სამშობლო უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გამო დატოვეს, ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ბევრმა სხვა ქვეყანაში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ყველაფერი გაყიდა, ხელისუფლებას კი მათ დასახმარებლად არანაირი გეგმა არ აქვს.