უნგრეთის გამო, ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მლნ ევროს გამოყოფა ვერ შეძლო

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უნგრეთის პოზიციის გამო, უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფა ვერ შეძლეს. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშზე, რომელიც 500 მილიონს მოიცავს", - წერს "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი.

გარდა ამისა, როგროც იოზვიაკი წერს, "უნგრეთის ბანკი OTP ამოღებულია ბიზნესის შავი სიიდან, მაგრამ ბუდაპეშტს სჭირდება სამართლებრივი გარანტიები, რომ ეს გადაწყვეტილება მუდმივ საფუძველზე იქნა მიღებული".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი