
შვედეთის პრემიერმინისტრი, ულფ კრისტენსონი თურქეთის პრეზიდენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის პარლამენტისთვის წარდგენას ეხმაურება და Twitter-ზე წერს, რომ ქვეყანა მოუთბენლად ელოდება. გახდეს NATO-ს წევრი.
"მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას. ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები. მოუთმენლად ველოდებით, გავხდეთ NATO-ს წევრი“, - წერს კრისტენსონი.
შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა და რატიფიკაციისთვის პარლამენტს გადაუგზავნა.
ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა. თუმცა, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.