
სარკინიგზო ავარია ჩრდილო-აღმოსავლეთ ბანგლადეშში - ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები
შეეჯახა. შემთხვევას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი გადაჰყავდა მატარებელს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.