პოლიციამ პანკისში მამა-შვილზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული პოლიციამ გუშინ, 20 აგვისტოს მოსამრთლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა, - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მამა-შვილი ჩაცმულობის გამო სცემეს. გელა წელაურს ხელი აქვს მოტეხილი, დებეჟილი აქვს სახე და სხეული. მის არასრულწლოვან შვილს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს. პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი