ზ.ხ.-ს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა - პროკურორი არასრულწლოვანს პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს  

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულ არასრულწლოვანს სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი მძიმე, რომ დღევანდელი პროცესი ვერ გაგრძელებულიყო.

გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც შეამოწმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას გაგრძელებულიყო პროცესი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი - ამბობს საქმის პროკურორი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბრალდებულმა საკუთარ ადვოკატსაც მოუწოდა სხდომა დაეტოვებინა, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს. 

ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებზე. ის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატთან ერთად განაგრძობს ბრალდებულის დაცვას” - ამბობს დავით ყაზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში, არასრულწლოვნების საქმეზე დღეს ბრალდების მხარის 6 მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ ცუდად გახდა და დარბაზი დატოვა. სხდომა გადაიდო. სასამართლოში სასრწაფოც გამოიძახეს. ზ.ხ. უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს.

პროკურორი დღეს ადვოკატების მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლებმაც სასამართლო დარბაზში გამართული და საჭირო ინვენტარების პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. როგორც პროკურორი ამბობს, ეს ყველაფერი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი