IDF აცხადებს, რომ გასულ დღეს "ჰამასის" 400 სამიზნეს დაარტყეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში "ჰამასის" 400-მდე სამიზნეზე დაბომბეს. უწყება ამბობს, რომ ლიკვიდირებულია რამდენიმე საველე მეთაური, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის ნუსეირათის, შატისა და ფურკანის ბატალიონების მეთაურის მოადგილეები.

IDF-ის ცნობით, ბოლო დარტყმები ფოკუსირებული იყო "ჰამასის" მოედნებზე ღაზას სექტორში - მათ შორის რამდენიმე მეჩეთში - და ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელზე სარაკეტო იერიშს ამზადებდნენ.

IDF ამბობს, რომ ღამით ასევე დაარტყა "ჰამასის" გვირაბის შესასვლელს ღაზას სანაპიროზე და სამეთაურო ცენტრებს.

IDF დასძენს, რომ ის "განაგრძობს მოქმედებას უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი