პრეზიდენტი დღეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წევრებს შეხვდება. "მთავარი არხის" კითხვას, თუ რა იქნება საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, პრეზიდენტმა არ უპასუხა. 

ეს ოპოზიციასთან პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში ჩავარდა. 

"დღეს, ხვალ, ყველას ვხვდები", - თქვა პრეზიდენტმა მოკლე კომენტარში.

ჯერჯერობით ოპოზიციის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი