მაშინ რატომ არ საუბრობენ, როცა მყისიერად ხდება ხოლმე საქართველოს მოქალაქეების დახსნა იქიდან?! | მაჭარაშვილი ბებუას ტყვეობაზე

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ, ოპოზიცია დაემსგავსა ჭორიკანა ადამიანს. ამის მეტს არაფერს აღარ აკეთებენ... - ამბობს "ოცნების" დანაყოფი "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბებუას საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მოქალაქის დასახსნელად ყველაფერს აკეთებს. მაჭარაშვილმა ოპოზიცია იმისთვის გააკრიტიკა, რომ ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ:

"მაშინ რატო არ საუბრობენ, როცა მყისიერად ხდება ხოლმე საქართველოს მოქალაქეების დახსნა იქიდან?! რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, შემიძლია დაგიდასტუროთ რომ შესაბამისი უწყება პარტნიორებთან ერთად, შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე მუშაობენ მაქსიმალურად იმისათვის, რომ ეს ადამიანი იქნას დახსნილი უკანონო პატიმრობიდან" თქვა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა "დროშის" დაწვას აღიარებს,  საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.

ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ბებუას არ შეეხება. 

ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება. 

დღეს ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებია დაანონსებული თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და მესტიაში - 15 საათზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი