"არ ჩერდება დგებუაძისგან მუქარა" | პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლის ოჯახი შსს-სთან აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრიც პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. კახა გურგენაძის ოჯახის წევრები ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გურგენაძის დედა თვითდაზიანებების მიყენებით იმუქრება.

ოჯახის ამბობს, რომ მუქარები ისევ გრძელდება:

"არ ჩერდება დგებუაძისგან მუქარა. მოვუწოდებ, იმედია მისმენს ბესელიაც და დგებუაძეც. მოსული ვარ შსს-სთან, მოვიდე ჩემამდე ბესელია, როგორც ემუქრებოდა ჩემს მეუღლეს ჩემი სიცოცხლის მოსპობით, რომ იქნებ მე, ფეხმძიმე ქალს ან მანქანა დამეჯახება, ან იქნებ რამე მომივიდეს, ორი არასრულწლოვანი შვილი მყავს, მათ მიმართ იყო მუქარები, ჩამოვედი, აქედან არ აპირებ წასვლას , მოვიდეს ჩემამდე ბესელია და აბა შეასრულოს ის, როგორც ემუქრებოდა ჩემს ქმარს  " ამბობს სოფია ფარსადანოვა, კახა გურგენაძის მეუღლე.

გურგენაძე რამდენიმე თვის წინ სამეზობლო კონფლიქტის გამო დააკავეს. პოლიციელები  მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ, მოითხოვდნენ მისგან კონკრეტული ჩვენების მიცემას და ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით. დაზარალებული ოჯახი ხელს  7 სამართალდამცველს ადებს, მათ შორის არიან აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები დავით რიჟვაძე,  გრიგოლ ბესელია, ირაკლი დგებუაძე და ჯემალ ჭყონია.

რეპორტაჟი ამ თემაზე "შაბათის მთავარმა" მოამზადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი