"ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ქალი, იოჩევედ ლიფშიცი ამბობს, რომ "ჯოჯოხეთი გაიარა" ღაზაში. ის ტყვედ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. ქალი ორშაბათს ღამით გათავისუფლდა და თელ-ავივში, კლინიკაში გადაიყვანეს.
"მოტოციკლით მომიტაცეს, როცა ისინი ღაზასკენ მიდიოდნენ" - თქვა ქალმა, რომელიც ჟურნალისტებს ებრაულად ესაუბრებოდა, მის მონათხრობს კი შვილი თარგმნიდა. შვილმა ახსნა როგორ ედო ქალს თავი მოტოციკლის ერთ მხარეს, ხოლო ფეხები მეორე მხარეს ეკიდა. ქალმა თქვა, რომ სისხლჩაქცევები გაუჩნდა.
მისივე თქმით, გამტაცებლებმა ჯოხი დაატყეს, სხვა პირებთან ერთად გადაიყვანეს მიწის ქვეშ, რამდენიმე კილომეტრი იარეს სველ მიწაზე:
"ქვემოთ არის გვირაბების უზარმაზარი, უზარმაზარი ქსელი. ობობის ქსელს ჰგავს".
ლიფშიცმა თქვა, რომ ექიმები და მედპერსონალი ელოდნენ მათ მიღებას. ჟურნალისტებს მან უამბო, რომ თავდაპირველად 25 სხვა ადამიანთან ერთად იყო ჯგუფში, შემდეგ, გამტაცებლებმა ის უფრო მცირე ჯგუფში მოათავსეს 5 სხვა ინდივიდთან ერთად, რომლებიც იგივე კუბიციდან გაიტაცეს, საიდანაც ის.
"როდესაც იქ მივედით, ხალხმა გვითხრა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ყურანის და ისინი ზიანს არ მოგაყენებენ. [...] იყვნენ მცველები, პარამედიკოსი და ექიმი, რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვექნებოდა იგივე წამალი, რაც ჩვენ გვჭირდება", - თქვა ქალმა.
ლიფშიცმა თქვა, რომ მათ ლეიბებზე ეძინათ და გვირაბებს აღწერდა, როგორც "ყველაზე მეტად, სველი, ყველგან ნესტიანი". მისი თქმით, იკვებებოდნენ თეთრი ყველითა და კიტრით – იგივე საკვებით, რაც დამტყვევებელებს ჰქონდათ.
"ეს არ დასრულებულა, სანამ ყველა სახლში არ არის" - უთხრა უკვე ყოფილმა მძევალმა ჟურნალისტებს.
ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასის" ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანი რჩება.