ისრაელმა ბროშურები ჩაყარა ღაზის სექტორში და დახმარებას ითხოვს მძევლებზე ინფორმაციის მისაღებად

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედროებმა ჩაყარეს ბროშურები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, მძევლების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. სანაცვლოდ, ისრაელი ინფორმაციის მიმწოდებლებს დაცვასა და კოპენსაციას სთავაზობს.

ბროშურებზე არაბულად წერია:

"თუ თქვენი სურვილია იცხოვროთ მშვიდობიანად და გქონდეთ უკეთესი მომავალი თქვენი შვილებისთვის, დაუყოვნებლივ გააკეთეთ ჰუმანიტარული საქმე და გააზიარეთ დადასტურებული და ღირებული ინფორმაცია თქვენს მხარეში მძევლების შესახებ.

ისრაელის სამხედროები გარწმუნებთ, რომ ის მაქსიმალურ ძალისხმევას დახარჯავს თქვენი და თქვენი სახლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენ მიიღებთ ფინანსურ ჯილდოს. ჩვენ გარანტიას გაძლევთ სრულ კონფიდენციალურობის".

არსებული ინფორმაციით, "ჰამასის" ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანი რჩება. ისრაელი კი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი