ჰამასის დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ისრაელის ომი ღაზაში ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, საფრანგეთის ომიცაა.
„ეს ბრძოლა ტერორიზმთან აშკარად არის ისრაელის არსებობის საკითხი, მაგრამ ის ყველა ჩვენგანის არსებობის საკითხია“, - უთხრა მაკრონმა პრემიერ ნეთანიაჰუს ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.
„ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო კოალიცია, რათა ვებრძოლოთ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას"- ამბობს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში სოლიდარობის ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩავიდა და ომში მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. მაკრონი პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსაც შეხვდა.