
ევროკავშირში რუსეთის მისიის ხელმძღვანელი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ზე დაყრდნობით "ეხო კავკაზა" წერს.
უცხოური მედიის ცნობით, ბელგიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის მონალეობის შემსრულებელს, კირილ ლოგვინოვს რუსეთის აგენტად მიიჩნევს. ბელგიური დაზვერვა ასევე ეჭვობს, რომ ლონგვინოვი ევროკავშირში რუსეთის მისიის სხვა თანამშრომლებთან ერთად "ევროპული ინტერესების წინააღმდეგ ფარულად მოქმედებდა". სპეცსამსახურები კონკრეტული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
მედია წერს, რომ 48 წლის კირილ ლოგვინოვი ბრიუსელში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაშია აკრედიტებული. გასულ წელს ის მისიის დროებითი ხელმძღვანელი გახდა. 2010-2014 წლებში კი გერმანიის საელჩოში მუშაობდა.