Reuters: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს, საქართველოზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

გამოქვეყნდა:

ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, - ინფორმაციას Reuters  სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს შეაფასებს 3  ქვეყნის პროგრესს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო - ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში.

„მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა. 

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს მოლდოვაზეც, საქართველოზე კი „ჟიური ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული“ მისცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი" წერს „როიტერსი“.

შეგახსენებთ, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი აქვთ. ისინი ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ელოდებიან. ევროკომისიის შეფასებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნება 8 ნოემბერს იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში მიიღებენ

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი