ხმაური ბათუმის საკრებულოში | "ოცნებას" დეველოპერებისთვის K2 კოეფიციენტის გაზრდისთვის კვორუმი გახარიას პარტიის წევრმა შეუქმნა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულომ რამდენიმე დეველოპერს K2 კოეფიციენტი გაუზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბევრად მეტ სართულს ააშენებენ, ვიდრე თავდაპირველი რეგულაციით და ნებართვით შეეძლოთ. 

ბათუმის საკრებულოში კვორუმი "ქართულ ოცნებას" გახარიას პარტიის წარმომადგენელმა შეუქმნა. ნატალია ძიძიგურმა ოპოზიციის სხვა წევრების გადაწყვეტილება არ გაიზიარა და "ოცნებასთან" დარბაზში დარჩა.

დღეს "ქართული ოცნება" საკრებულოში უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი, მათ ერთი წევრი აკლიათ. რომ არა გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ისინი ქალაქისათვის საზიანო გადაწყვეტილებას, რაც სამშენებლო კომპანიებისათვის K2 კოეფიციენტის გაზრდას გულისხმობს, ვერ მიიღებდნენ.

ბათუმის საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და გახარიას პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმა დატოვა. თქვეს, რომ ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. 

"გამოიტანეს საკითხები, რომლებიც შეიცავს პირდაპირ K2 კოეფიციენტს, მშენებლობის ნებართვებს. ბათუმელებმა, რომ იცოდნენ გადასცემენ კონკრეტულ პირებს,  "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულს. მიწის ნაკვეთებს, ამ საკრებულოს სხდომაზე ახლა, სადაც ქალბატონმა ძიძიგურმა შეუქმნა უმრავლესობა გადაწყვეტენ საკითხს, სადაც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანიას გადასცემენ უსასყიდლოდ მიწის ნაკვეთს. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ, რეალურად ეს ადამიანები რას წარმოადგენენ", - ამბობს ფრაქცია ენმ-ის წევრი, რევაზ ხარაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი