რუსული ფლოტი ოჩამჩირეში | კრემლმა ახალი გეგმის განხორციელება დაიწყო - "ოცნება" ისევ დუმს

გამოქვეყნდა:

რუსული ფლოტის გემები უკვე ოჩამჩირეშია. ოკუპირებული ყირიმიდან კრემლს საკუთარი ხომალდები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს. უკრაინელების სარაკეტო იერიშებმა, სევასტოპოლის დაბომბვამ და კრეისერ "მოსკოვის" გარდა სხვა რუსული ხომალდების ჩაძირვამ, აიძულა მოსკოვი ქართულ ქალაქ ოჩამჩირეში ძველი პორტი განეახლებინა და შავი ზღვის ფლოტის ბაზად ექცია. ყირიმიდან გამოქცეული რუსები ახლა სწორედ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეაფარებენ თავს.

მაგრამ ეს მშვიდობა რუსებისთვის ხანგრძლივი არ იქნება. ფლოტს, რომლის დაკარგვის შიშითაც პუტინი დისლოკაციის ადგილს უცვლის, ვოლოდიმერ ზელენსკი ჰპირდება, რომ თვდასხმები არ შეწყდება. მათ შორის შესძლოა ოჩამჩირეშიც. ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში სამხედრო საზღვაო ხომალდების შეყვანით ეს ტერიტორია უკრაინელების შეტევის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა. კრემლის ქმედებების გამო საქართველოს ტერიტორია სამიზნეშია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი