ჩაგდებული იმპიჩმენტის მიუხედავად "ქართული ოცნება" არ აპირებს პრეზიდენტის დევნის შეწყვეტას. ამჯერად ქვეყნის მერთაურს პროკურატურა ემუქრება. საგამოძიებო უწყებამ ფაქტობრივად გააცოცხლა საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღდეგ, რომელიც ამ დრომდე თაროზე იყო შემოდებული. ეს გამოძიება ოთხი წლის წინ დაიწყო და უცნაური დამთხვევით, პრეზიდენტს სააკაშვილის მსგავსად, აქაც საქმე ეხება შეწყალებას.
რამდენად რეალურია, რომ პრეზიდენტთან პოლიტიკური დაპირისპირება რეალურ სისხლის-სამართლებრივ დევნად იქცეს და როდის შეიძლება ეს მოხდეს? - იხილეთ ნათია ტრაპაიძის რეპორტაჟი.