ბაჩალიაშვილის სისხლში ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკის კვალი არ ფიქსირდება - შუალედური დასკვნა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.

შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი. მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.

შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია რომ ეს შესაძლოა ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული 

მორიგი წარმოდგენა და დადგმული სპექტაკლი - ასე აფასებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დილით დასრულდა. 

თეონა თამაზაშვილი ამბობს რომ ექსპერიმენტი გამომძიებლების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა და მათთვის სასურველი ვერსიის გამყარებას ემსახურება.

გოლთეთის ტყეში საგამოძიებო ექსპერიმენტისას სამხარაულის ბიუროს მოთხოვნით, გამომძიებლებმა ტენიანობა და ტემპერატურა განსაზღვრეს. ექსპერიმენტის შედეგები საგამოძიებო უწყებას გადაეცემა და საქმის მასალებში აისახება.

თეონა თამაზაშვილი გამოძიებას ვადას თვის ბოლომდე აძლევს და იმ შემთხვევაში თუ თვითმკვლელობის მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლით არ შეიცვლება, რადიკალური ზომებით იმუქრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი