ეს არის ორგანიზებული მკვლელობა - რამიშვილი 24-საათიანი ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ

გამოქვეყნდა:

სოფელ მაწევანთან, გოლთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს 24 საათიანი საგამოძიებო ექსპერტიმეტნი დასრულდა. ექსპერიმენტმა პასუხი ექსპერტიზის დასკვნაში გაჩენილ კითხვებს უნდა გასცეს.

ექსპერიმენტი რაც ჩატარდა არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, შესაბამისად, რა შედეგს მოიტანს ამას ვნახავთ. ეს გამოჩნდება გამოძიების მიერ გადაწყვეტილებებში და ქმედებებში. აქ არ არის არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი ეს არის ორგანიზებული მკვლელობა, - თქვა ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ეს სპექტაკლია და ბაჩალიაშვილის მანქანა აქ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მდგარა. 

რაც შეეხება საქმის პროკურორს, ლაშა კოტრიკაძის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმეტნის მონაცემებს სამედცინო ექსპერტიზას გადასცემენ.

გამოძიება აზუსტებს გარკვეულ მონაცემებს, ამ შემთხვევაში დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ასევე, შიგნით. ექსპერტები ამ მონაცემებს გაუკეთებენ ანალიზს, მისცემენ შეფასებას და ასახავენ დასკვნაში, - თქვა ლაშა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი