"პატრიოტები" ოკუპირებულ აფხაზეთში-ინფორმაციას აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაციაც ადასტურებს

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის ასისტენტს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“ ავრცელებს

მათი ინფორმაციით, შეხვედრა 18 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შედგა. ორგანიზაცია მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს დაადასტუროს, ან უარყოს ეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტების" აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი