სამხედროების ზამთრის ახალი ფორმებით უზრუნველყოფა | რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ შოიგუ ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. უწყების განცხადების თანახმად, მინისტრმა "შეამოწმა რუსული ძალების "ვოსტოკის" სამეთაურო პუნქტი სამხრეთ დონეცკის მიმართულებით", ასევე მეთაურობის და შტაბის ოფიცრებისგან მოისმინა მოხსენებები "მიმდინარე ვითარების შესახებ და რუსული ჯარების საბრძოლო მისიების შესრულება ძირითად ტაქტიკურ მიმართულებებში".

გარდა ამისა, შოიგუმ მოისმინა მოხსენებები სამსახურის უფროსებისგან ჯგუფის მზადყოფნის შესახებ ზამთარში ოპერაციებისთვის, მათ შორის სამხედრო პერსონალისთვის გათბობის საშუალებების უზრუნველყოფის თაობაზე.

თავდაცვის მინისტრმა, ნათქვამია განცხადებაში, მოითხოვა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამხედრო მოსამსახურეებს ზამთრის ახალი ფორმებით უზრუნველყოფას და "ზამთრის უნიფორმებისა და იზოლირებული ფეხსაცმლის დამატებითი ოპერატიული რეზერვის" შექმნა.

"ვოსტოკის" ჯარების ჯგუფის ქვედანაყოფები მოქმედებენ დონეცკის ოლქის უგლედარის, სტარომაიორსკოეს და უროჟაინოეს დასახლებების რაიონებში და ასევე ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე.

აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს სტარომაიორსკის და უროჟაინის დასახლებები, რომლებიც ე.წ. ვრემევსკის ხაზზე მდებარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი