იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს პრაგმატულობას | ბჟანია ოჩამჩირეში, რუსულ ფლოტზე

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ყირიმიდან კრემლს საკუთარი ხომალდები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს. რუსები აქტიურად ამზადებენ ოჩამჩირეში სამხედრო პორტს, სევასტოპოლიდან გამოქცეული ფლოტის გადასამალად. ფლოტს, რომლის დაკარგვის შიშითაც პუტინი დისლოკაციის ადგილს უცვლის, ზელენსკი ჰპირდება, რომ თავდასხმები არ შეწყდება. მათ შორის შესაძლოა ოჩამჩირეშიც. 

ზელენსკის გამოეხმაურა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც საფრთხეს უკრაინის პოზიციაში ხედავს და არა პუტინის გადაწყვეტილებაში. 

ბჟანიას თქმით, უკრაინას სურს, რუსეთისთვის "დესტაბილიზაციის სარტყლის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას.

"ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს ცხადია, სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არა მგონია, რომ მათთვის ახლა ომი იყოს სარგებლის მომტანი. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების, ასევე ჩვენი მოკავშირეების მიერ." ამბობს რუსეთის მარიონეტი ბჟანია.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი