
ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავზე დილის ავიაიერიშის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
„დაახლოებით 07:20 საათზე მტერმა მართვადი ბომბი ჩამოაგდო ქალაქის საცხოვრებელ უბანზე. სახლს დაეცა. სამწუხაროდ, 42 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო“, - წერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი.
ბერისლავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლიტვინოვის ცნობით, საერთო ჯამში, მტერმა დაახლოებით 35 მართვადი ბომბი ესროლა ბერისლავის რაიონის დასახლებულ უბნებს.
რუსი სამხედროები აგრძელებენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიის კონტროლს ხერსონიდან აზოვისა და შავი ზღვების ჩათვლით. რეგიონი მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა.