აფეთქება ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს | რუსული დრონების ნამსხვრევები ხმელნიცკში ჩამოვარდა და 16 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია და დაზიანდა  ატომური ობიექტის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობები.

11-ვე უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც თავს დაესხა უკრაინას ოთხშაბათს ღამით, ჩამოაგდეს, მაგრამ აფეთქება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია და16 ადამიანი დაშავდა ხმელნიცკის რეგიონში - განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ სლავუტასა და ნეტიშინში აფეთქების ტალღამ დააზიანა სახანძრო-სამაშველო განყოფილებები და პოლიციის განყოფილება. დეპარტამენტმა დაზიანებული შენობების ფოტოები გამოაქვეყნა.

ქალაქ სლავუტადან ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურამდე დაახლოებით 17 კილომეტრია, რუსი სამხედროები ამ მიმართულებას ზედიზედ მეოთხე ღამეა უტევენ.

ნეტიშინი კი ატომური ელექტროსადგურიდან სულ რაღაც კილომეტრნახევარში მდებარეობს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ორივე ქალაქში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თითქმის 2000 მომხმარებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი