
პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობა ავრცელებს.
ŻUBR-23-ის მიზანი ჯარსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდაა. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები.
წვრთნების დროს სასაზღვრო პროვინციებში სამხედრო პერსონალი და ტექნიკა გადაინაცვლებს, ზოგან საცეცხლე პუნქტებიც დამონტაჟდება.