შევხვედრივარ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

მე შევხვედრივარ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისთან მიგვიწვია მე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო ორი კვირის გეგმები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორი კვირა, რადგან 8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენების გამოქვეყნებას. ამის შემდეგ, დეკემბერში, ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯის შესახებ, მათ შორის, მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა ვიმუშაოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრი დღეს არის ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ახლა არის გაერთიანების დრო, დრო იმისა, რომ ყველამ ერთი მიმართულებით იაროს.

როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვედრივარ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და არავინ იყო ისეთი, რომელიც მოითხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას. ყველა მათგანი, მთავრობის წევრი იქნებოდა ის თუ ოპოზიციის, ძალიან აქტიურად ადვოკატირებდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების სასარგებლოდ." ამბობს ჰერჩინსკი.

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში დღეს ევროკავშირის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა, გუშინ კი - სლოვაკეთისა და შვედეთის ელჩებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი