კონტრაბანდაში ბრალდებულმა პოლიციელმა ბრალი აღიარა . იოსებ გელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აგარის პოლიციის უფროსის დაკავების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და უაქციზო სიგარეტის შემოტანას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ფული.
გელაშვილს კონტრაბანდული სიგარეტი სავარაუდოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა.