არსებული ინფორმაციით, აგარის პოლიციის უფროსი კონტრაბანდულ სიგარეტს საკუთარ მაღაზიაში ყიდდა

გამოქვეყნდა:

აგარის პოლიციის უფროსი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - იოსებ გელაშვილს კონტრაბანდული სიგარეტის შენახვა - გადაზიდვას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ  ფლობას ედავებიან.  გომელაურის უწყების ჩინოვნიკს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ხელბორკილები საკუთარ კაბინეტში დაადეს და ამავე სამუშაო ოთახიდან ამოიღეს დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონელი. 

გელაშვილს უაქციზო სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოჰქონდა და ადგილობრივ მაღაზიებში ყიდდა. "მთავარის" ინფორმაციით, გელაშვილი სიგარეტს ყიდდა მისივე სოფელში, ქვენატკოცაში, მისი ოჯახის კუთვნილ მაღაზიაშიც. 

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ გელაშვილი მარტო არ მოქმედებდა, რადგან ქარელის მუნიციპალიტეტს 10-მდე ოკუპირებული სოფელი ესაზღვრება, სადაც ქართული საპოლიციო საგუშაგოები დგას.

გელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. კონტრაბანდის გარდა, გელაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავებიან. შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ფული. გელაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი