"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისთან მიგვიწვია მე და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო ორი კვირის გეგმები. პრეზიდენტი აპირებს იყოს ძალიან აქტიური კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდაჭერაში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული, რადგან როგორც ჯოზეფ ბორელმა აქ, თბილისში თქვა, იმპიჩმენტის პროცესი, სამწუხაროდ, პოლარიზაციას გაზრდიდა."
თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და დიპლომატების შეხვედრის დასრულების შემდეგ.