"ვაღიარებ, არ ვარ მართალი" | კონტრაბანდაში ბრალდებულმა პოლიციელმა დაკავებისას მიმალვა და მტკიცებულებების მოშორება სცადა

გამოქვეყნდა:

"ყველას წინაშე ვაღიარებ, არ ვარ მართალი, თუ შეგიძლიათ რომ გაითვალისწინოთ" - ამ სიტყვებით დაარღვია დუმილი კონტრაბანდაში ბრალდებულმა პოლიციელმა, რომელიც თბილის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს პატიმრობაში დატოვა. გელაშვილმა სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პოლიციის მაღალჩინოსანს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე გაირკვა ისიც, რომ დაკავებისას იოსებ გელაშვილმა მისივე კოლეგებს წინააღმდეგობა გაუწია და მტკიცებულებების განადგურება და მიმალვა სცადა.

"რუსთავის გზაზე მოხდა დაკავება, შეეცადა მიმალვას და ორი ცალი ყუთი გადააგდო, ნივთმტკიცების მოშორებას შეეცადა. მისი აღიარება არ ნიშნავს თანამშრომლობას. უნდა დაასახელოს წარმომავლობა ცეცხლსასროლი იარაღების და ასევე უაქციზო სიგარეტის, რომელიც იქნა ამოღებული გამოძიების მიერ . ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მყოფი  პირია, რომელმაც იცის ის გადასასვლელი გზები თუნდაც, კავშირები გააჩნია, არის ავტორიტეტი და სოლიდური განყოფილების უფროსი და თავისთავად შესაძლოა მიემალოს გამოძიებას" თქვა პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ. 

უცნობია ჰყავდა თუ არა გელაშვილს თანამზრახველები და აფარებს თუ არა ვინმეს ხელს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მომდევნო პროცესი 14 დეკემბერსაა ჩანიშნული. კონტრაბანდის გარდა, პოლიციის მაღალჩინოსანს ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი