უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოში შემოშვება და შემდგომ მათი უსაფრთხო დაბრუნება უკრაინაში | საგარეო ლარსზე მყოფ უკრაინელებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის 7 მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოში 2 კვირაა არ უშვებენ და ლარსის ქართულ საგუშაგოზე ათევენ ღამეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს დასრულდა  უკრაინის მხრიდან საჭირო პროცედურები და უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის მოქალაქეების საქართველოში შემოშვება და შემდგომ, მათი დაბრუნება უკრაინაში:

ქართული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობს უკრაინულ მხარესთან ერთად, მხოლოდ დღეს დასრულდა უკრაინის მხრიდან საჭირო პროცედურები და უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის მოქალაქეების (რომლებიც ყოფილი მსჯავრდებულები არიან) საქართველოში შემოშვება და შემდგომ, მათი უსაფრთხო დაბრუნება უკრაინის ტერიტორიაზე.  შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი პრაქტიკა უკრაინის მხარესთან თანამშრომლობის." აცნობეს საგარეოს პრესსამსახურიდან "მთავარ არხს".  

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი