"არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად", - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შვედეთში, NATO-ს ინდუსტრიის ფორუმზე საუბრობს. ამბობს, რომ ინდუსტრიის ლიდერები NATO-ს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.

"ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია. მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად. ჩვენი თავისუფლების დაცვაში არაეთიკური არაფერია, არაფერია არაეთიკური, დავეხმაროთ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაცვაში. მართლაც, მრეწველობის გარეშე თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება არ არსებობს. ამიტომ მე რეალურად ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველდღე, როგორც თავდაცვის ინდუსტრია. ამიტომ მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია", - თქვა სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი