ერდოღანის მცდელობა, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ ცვლის უდაო ფაქტს, რომ ჰამასი = ISIS | ისრაელის საგარეო

გამოქვეყნდა:

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ერდოღანს  ტერორისტული ორგანიზაციის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს:

"ჰამასი არის ამაზრზენი ტერორისტული ორგანიზაცია, IS*-ზე უარესიც კი. ის სასტიკად და განზრახ კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, მძევლად აიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა და იყენებს საკუთარ ხალხს ცხოველურ ფარად. თურქეთის პრეზიდენტის მცდელობაც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი განცხადებები არ შეცვლის იმ საშინელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო შეესწრო და უდაო ფაქტს, რომ ჰამასი = ISIS." წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიათი.

შეგახსენებთ, ერდორანმა დღეს თქვა, რომ "ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის და ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს".

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტიც გააუქმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი