
ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი მილსადენის დაზიანებაზე გამოძიების პირველადი შედეგები ცნობილია. ირკვევა, რომ გაზსადენი უზარმაზარი ღუზის შეჯახების შედეგად დაზიანდა. ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს მთავარი ვერსიაა, რომ ეს ღუზა, სავარაუდოდ, ჩინური დროშის ქვეშ მცურავ გემს ეკუთვნის. ცნობილი ხდება, რომ ესტონეთი ბალტიის ზღვაში მილსადენის და კაბელის დაზიანებებს ერთმანეთს უკავშირებს. გამოძიების ყურადღების ქვეშაა რუსული და ჩინური კომპანიის გემები. შესწავლის ეტაპზე ოფიციალური ჰელსინკი და ტალინი ცალსახად ვერ ამბობენ განახორციელა თუ არა ჩინეთმა და რუსეთმა დივერსია NATO-ს სტრატეგიულ ობიექტზე. გამოძიების პარალელურად, პეკინი და მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე